08:44 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-19 16:12:17, 847 ნახვა

მსოფლიო
გაეროს წევრი ქვეყნები - შეგახსენებთ, მოსკოვს აქვს ქიმიური იარაღის გამოყენების ისტორია, არა უკრაინას და სწორედ მოსკოვმა დაიწყო ეს უაზრო ომი

გაეროს უშიშროების საბჭოს წევრმა ქვეყნებმა, რომელთა შორისაა ამერიკის შეერთებული შტატები, ალბანეთი, საფრანგეთი, ირლანდია, ნორვეგია და გაერთიანებული სამეფო განცხადება გაავრცელეს.

ქვეყნებმა რუსეთის ქმედებებს უწოდეს კიდევ ერთი მცდელობა, გამოიყენოს გაეროს უშიშროების საბჭო მათი დეზინფორმაციის გასავრცელებლად, რათა გაამართლონ უკრაინაზე მათი არაპროვოცირებული და აშკარა თავდასხმა."ჩვენ ვიცით ეს, რადგან სულ რაღაც ერთი კვირის წინ, იგივე მოტივით მოიწვიეს საბჭო და ჩვენ მოვისმინეთ ამაზრზენი ტყუილები."

"საზოგადოებას უნდა შევახსენოთ, რომ მოსკოვია, ის ვინც დიდი ხანია ინარჩუნებს ბიოლოგიური იარაღის პროგრამას საერთაშორისო სამართლის დარღვევით - და არა უკრაინა. სწორედ რუსეთს აქვს ქიმიური იარაღის გამოყენების კარგად დოკუმენტირებული ისტორია და არა უკრაინას. და სწორედ მოსკოვმა დაიწყო ეს უაზრო ომი." -ნათქვამია განცხადებაში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალი: როგორ გააუქმა ტრამპმა წითელი ბარათი
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics