22:39 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-18 16:02:53, 1082 ნახვა

სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფზე თავდამსხმელი დააკავა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის კოკა კაციტაძის განცხადებით, საგამოძიებო სამსახური ასევე იძიებს ზუგდიდში ტელეკომპანია „მთავარი“ არხის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს.

„ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლების მიმართ პროფესიულ საქმინობაში უკანონო ხელის შეშლის ფაქტზე ერთი პირი დაკავებულია. 17 მარტს აბაშიძის ბარში ჟურნალისტი და ოპერატორები რესპონდენტთან ინტერვიუზე იყვნენ, რა დროსაც ბრალდებულმა უკმაყოფილება გამოთქვა ჟურნალისტის საქმიანობასთან დაკავშირებით, მიაყენა შეურაცხყოფა და ბარის დატოვება მოსთხოვა. ფაქტიდან მალევე ცხელ ხაზზე შემოსულ შეტყობინებაზე მოხდა რეაგირება. გამოიკითხნენ ჟურნალისტები, დათვალიერდა ადგილი. ჩვენ მიერ გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა მხილებული მოქალაქე. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ასევე იძიებს ზუგდიდში ტელეკომპანია „მთავარი“ არხის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს. ჟურნალისტების უფლებებისა და მათი საქმიანობის უფლების დაცვა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ საქმეზე შესაძლებელია, რომ დამძიმდეს კვალიფიკაცია“, - განაცხადა კოკა კაციტაძემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
მზადება ახალი თავგადასავლისთვის - თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics