02:23 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-18 11:30:15, 835 ნახვა

საზოგადოება
ეკოლიდერთა სკოლაში მოსწავლეების მიღება დაიწყო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა ეკოლიდერთა სკოლაში მოსწავლეების მიღება დაიწყო.

"IX-XII კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობა ეძლევათ, გაიღრმავონ ცოდნა გარემოსდაცვით საკითხებში. პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდები მიიღებენ ინფორმაციას სად და როდის ჩამოყალიბდა გარემოსდაცვითი მოძრობა „გარემოს დაცვა და საქართველო“, გაეცნობიან ადამიანის უფლებებს ეკოლოგიური მიმართულებით, ნარჩენების მართვის მნიშვნელობას და არსებულ საუკეთესო პრაქტიკას, ბიომრავალფეროვნებისა და დაცული ტერიტორიების მნიშვნელობას, კლიმატის ცვლილების გავლენას და გარემოსდაცვითი განათლებისა და საზოგადოებასთან  ურთიერთობის როლს  გარემოს დაცვაში.

მონაწილეთა შერჩევა მოხდება განაცხადებისა და გასაუბრების საფუძველზე. ეკოლიდერთა სკოლა 2022 დისტანციურად, ZOOM-ის პლატფორმით განხორციელდება. 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 31 მარტი.

ეკოლიდერთა სკოლა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შემუშავებული სასწალო პროგრამაა, რომლის მიზანი ახალგაზრდა თაობისათვის გარემოსდაცვითი საკითხების სწავლება და ამ მიმართულებით მათი ცნობიერების ამაღლებაა." -  ნათქვამია ინფორმაციაში. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics