|
2022-03-17 15:01:43, 728 ნახვა
მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი - რუსეთი ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, უკრაინაში ომის შეწყვეტაზე, ვერ გაითვალისწინებს
კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი ვერ გაითვაისწინებს გაეროს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოთხოვნას, უკრაინაში საომარი მოქმედებების შეწყვეტის თაობაზე. „არა, ჩენ არ შეგვიძლლია გავითვალისწინოთ ეს გადაწყვეტილება. საერთაშორისო სასამართლოს აქვს ასეთი გაგება, როგორიცაა „მხარეთა შეთანხმება". აქ ვერანაირი შეთანხმება ვერ მოხდება", - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა. ამასთანავე, პესკოვმა აღნიშნა, რომ მოცემულ მომენტში ეს არ არის ის საკითხი, რისი გათვალისწინებაც რუსეთს შეუძლია. შეგახსენებთ, რომ გუშინ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ (ICJ) რუსეთს უკრაინაში სამხედრო მოქმედებების შეწყვეტა უბრძანა. „რუსეთის ფედერაციამ დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს სამხედრო ოპერაციები, რომლებიც მან დაიწყო 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინის ტერიტორიაზე“, - განაცხადეს მოსამართლეებმა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)