06:53 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-15 17:58:27, 811 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი ხანიშვილი - საქართველოში სასურსათო პროდუქციის მარაგების კუთხით დეფიციტი არ არსებობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მსხვილი სავაჭრო ქსელებისა და  სასურსათო პროდუქციის იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. 

„დღეისათვის, საქართველოში სასურსათო პროდუქციის მარაგების კუთხით დეფიციტი არ არსებობს. რეგიონში რთული ვითარების მიუხედავად, აუცილებელია, რომ სამომხმარებლო ბაზარზე პროდუქციის სტაბილური მიწოდება შენარჩუნდეს.  ამისთვის, მაქსიმალურად კოორდინირებულად ვმუშაობთ კერძო სექტორთან - იმპორტიორებთან, დისტრიბუტორებთან, რათა ხელი შევუწყოთ ალტერნატიული ბაზრების მოძიებაში, პროდუქციის იმპორტის  შეუფერხებელ განხორციელებასა და მარაგების უწყვეტ შევსებაში“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ბოლო დღეების განმავლობაში,  კლიმატური პირობების გამო, გარკვეული რეგიონების სავაჭრო ქსელებში პროდუქციის მიწოდების მხრივ შეფერხება დაფიქსირდა, თუმცა, უახლოეს დღეებში აღნიშნული საკითხი სრულად მოგვარდება. საავტომობილო გზებზე, უამინდობის გამო შექმნილი ვითარების გამოსწორების შემდგომ,  ქვეყანაში შემოვა პირველადი საჭიროების სხვადასხვა პროდუქციის (ზეთი, მაკარონი, წიწიბურა, ცხიმები და ა.შ) მორიგი  პარტია.

სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები, ქვეყნის მასშტაბით, სურსათის შეუფერხებელი მიწოდებისა და მარაგების შევსების მუდმივ მონიტორინგს ახორციელებენ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics