08:34 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-11 16:18:53, 724 ნახვა

ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი - ჩვენ ყოველთვის გამოვირჩეოდით ტოლერანტობით, უსაფრთხოებით და ეს იყო საქართველოს ერთ-ერთი მიმზიდველი ფაქტორი და ამ მონაპოვარს სჭირდება გაფრთხილება

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევალ დავითაშვილი ტურისტულ სექტორში მომუშავე ასოციაციებისა და კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა, რომლის დროსაც განხილული იქნა საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე ქვეყნის ტურიზმის სექტორში არსებული გამოწვევები, დარგის განვითარების  სამთავრობო ხედვა, სამომავლო გეგმები და პროფილურ ბიზნესთან უფრო ეფექტიანი თანამშრომლობის შესაძლებლობები. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი.

„ტურიზმის სექტორს გავუზიარეთ სახელმწიფოს მიდგომა ბევრი მიმართულებით, მათ შორის გავაცანით დაგეგმილი ღონისძიებები და შევაჯერეთ პოზიციები. ვისაუბრეთ რეგიონში შექმნილ პრობლემებზე, გამოწვევებზე, უსაფრთხოების საკითხებზე - ტურიზმის სექტორს მივაწოდეთ სრული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში დღეს საზღვრები მაღალ დონეზე კონტროლდება შესაბამისი უწყებების მხრიდან, კონტროლდება ყველა შემომსვლელი პირი და ყველა ის რისკი, რომელიც შეიძლება ტურიზმის სექტორს ჰქონდეს შემომსვლელ ვიზიტორებთან დაკავშირებით", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ლევან დავითაშვილმა.

როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს  ტურისტული სექტორის პასუხისმგებლობაზეც.

„ჩვენ ყოველთვის გამოვირჩეოდით ჩვენი ტოლერანტობით, უსაფრთხოებით და ეს იყო საქართველოს ერთ-ერთი მიმზიდველი ფაქტორი, რის გამოც ჩვენი ქვეყანა არის ტურისტულად საინტერესო, როგორც რეგიონისთვის, ისე საერთაშორისო მასშტაბით. ვისაუბრეთ, რომ ამ მონაპოვარს ჭირდება გაფრთხილება", - აღნიშნა მინისტრმა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კომუნიკაცია სამინისტროს ადმინისტრაციასა და ტურიზმის სექტორში წარმოდგენილ კერძო სექტორს შორის გაგრძელდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics