04:50 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-09 12:01:38, 539 ნახვა

საზოგადოება
სარაჯიშვილის გამზირზე არსებულ შუა გამყოფ ზოლში რეკრეაციული სივრცე ეწყობა

 

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური გლდანის რაიონში, სარაჯიშვილის გამზირზე არსებულ შუა გამყოფ ზოლში რეკრეაციულ სივრცეს აწყობს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სამუშაოები, რომლის ღირებულება შვიდი მილიონი ლარია, მიმდინარე წლის ბოლოსთვის დასრულდება.

„აღნიშნულ ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც ხუთ ჰექტარს შეადგენს, ტრამვაის ხაზი გადიოდა. დღეს ეს ადგილი სრულად გასაახლებელია. სამუშაოების ფარგლებში, დასასვენებელი სივრცე მოეწყობა. ასევე, მოეწყობა სარბენი ბილიკი, ურბანული ინფრასტრუქტურა, სარწყავი სისტემა. დაირგვება ხე-მცენარეები, დამონტაჟდება განათების ბოძები. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თბილისი ყველაზე მწვანე ქალაქი გახდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics