12:31 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-02 20:33:36, 904 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადს დაუყოვნებლივ წარვადგენთ

„ქართულმა ოცნება“-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომ განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად დაუყოვნებლივ წარედგინოს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობა დაჩქარებული წესით უკვე ამზადებს განაცხადს, რომელიც ევროკავშირის სტრუქტურებს, საქართველოს ხელისუფლების სახელით, 3 მარტს ოფიციალურად წარედგინება.

„მოვუწოდებთ ევროკავშირის სტრუქტურბს, საგანგებო რეჟიმში განიხილონ განაცხადი და მიიღონ გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ“, - დასძინა ირაკლი კობახიძემ.

„ახალი რეალობის გათვალისწინებით, პარტიის საბჭოს წევრებთან და პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციების საფუძველზე, „ქართულმა ოცნება“-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომ განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად დაუყოვნებლივ წარედგინოს. მთავრობა დაჩქარებული წესით უკვე ამზადებს განაცხადს, რომელიც ევროკავშირის სტრუქტურებს, საქართველოს ხელისუფლების სახელით, ხვალ ოფიციალურად წარედგინება. მოვუწოდებთ ევროკავშირის სტრუქტურბს, საგანგებო რეჟიმში განიხილონ განაცხადი და მიიღონ გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისიმ მეწარმეებისთვის გადახდების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა
ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა – ტრამპთან მთავარი თემა ანტიბალისტიკური თავდაცვა იქნება
აშშ-ის საელჩო: შეშფოთებული ვართ „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს“ გამო
მოსკოვში დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადეს და ქალაქის აეროპორტებმა ფრენები შეაჩერეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics