07:12 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-25 21:08:30, 745 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის სამინისტრო - მოვუწოდებთ ცალკეულ მედიასაშუალებებსა და პირებს, ნუ გაავრცელებენ გადაუმოწმებელ ინფორმაციებს

ცალკეული პირების მიერ სოციალურ მედიაში ვრცელდება დეზინფორმაციები, სადაც მისი შინაარსის გასამყარებლად იყენებენ თავდაცვის ძალების ერთ ერთეულ სამხედრო ტექნიკის ფოტოებს და ვიდეოს, რომელიც გარემონტების შემდეგ გადააქვთ სამხედრო ბაზაზე. მოვუწოდებთ ცალკეულ მედიასაშუალებებს და სოციალურ მედიაში ინფორმაციის გამავრცელებელ პირებს, რომ ნუ გაავრცელებენ გადაუმოწმებელ ინფორმაციებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მსგავსი დეზინფორმაციები მხოლოდ დამატებითი დაძაბულობის შემტანია საზოგადოებაში მაშინ, როცა ამის არავითარი საფუძველი არ არსებობს.

„საზოგადოების ინტერესი არ უნდა გახდეს უსაფუძვლო პანიკისა და ამ ფორმით ყურადღების მიქცევის საშუალება, რადგან ეს აზარალებს საზოგადოებასა და მის ინტერესებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics