15:36 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-25 12:27:10, 890 ნახვა

პოლიტიკა
სხდომათა დარბაზში არ შეშვების გამო, ოპოზიციამ უკრაინისა და საქართველოს ჰიმნები პარლამენტის ფოიეში შეასრულა

პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა უკრაინისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები შეასრულეს. 

ისინი დღეს სასესიო დარბაზში არ შეუშვეს, რის გამოც ჰიმნი მათ ფოიეში შეასრულეს.

ცნობისთვის „ქართულმა ოცნებამ“ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ მოწვეული პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ჩაშალა.

რიგგარეშე სხდომაზე, რომლის გამართვასაც საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა, ოპოზიციის მოთხოვნით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვისაც უნდა მოესმინათ. 

რიგგარეშე სხდომის გახსნისთვის 76 დეპუტატის რეგისტრაციიაა საჭირო, „ქართული ოცნების“ არმისვლით კი კვორუმი ვერ შედგება და შესაბამისად, სხდომა ჩაიშლება.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, მოთხოვნილი სხდომის დღის წესრიგი პარლამენტის რეგლამენტთან შეუსაბამოა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics