22:01 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-24 09:30:58, 545 ნახვა

მსოფლიო
ჯო ბაიდენი - მსოფლიო მწარე პასუხს აგებინებს რუსეთს

შევხვდები G7-ის ლიდერებს. აშშ, ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები რუსეთს მკაცრ სანქციებს დავუწესებთ.   – ამის შესახებ ჯო ბაიდენმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც უკრაინაში განხორციელებული აფეთქებების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.

„პრეზიდენტმა პუტინმა აირჩია წინასწარგანზრახული ომი, რომელიც კატასტროფულ ადამიანურ დანაკარგებსა და ტანჯვას გამოიწვევს, მხოლოდ რუსეთია პასუხისმგებელი იმ სიკვდილსა და განადგურებაზე, რომელსაც ეს თავდასხმა მოიტანს და აშშ და მისი მოკავშირეები და პარტნიორები ერთიანად და გადამწყვეტი ფორმით უპასუხებენ მსოფლიო პასუხს აგებინებს რუსეთს“, – აცხადებს ბაიდენი.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, ის ხუთშაბათს, საღამოს ამერიკელ ხალხს სიტყვით მიმართავს და შემდგომი შედეგების შესახებ განაცხადებს, რომელსაც ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები რუსეთის წინააღმდეგ მიიღებენ „უკრაინისა და გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ აგრესიის უაზრო აქტის გამო“.

„ჩვენ კოორდინაციაში ვიქნებით ჩვენს ნატოელ მოკავშირეებთან, რათა უზრუნველვყოთ ძლიერი, ერთიანი პასუხი, რომელიც შეაკავებს აგრესიას ალიანსის წინააღმდეგ“, – აცხადებს ბაიდენი.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. უკრაინის რამდენიმე ქალაქში აფეთქებების ხმა ისმის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics