20:50 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-23 10:02:12, 955 ნახვა

მსოფლიო
ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ 24 თებერვალს სერგეი ლავროვს აღარ შეხვდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს აღარ შეხვდება. აღნიშნულის შესახებ CNN წერს.

როგორც სახელმწიფო მდივანი აღნიშნავს, რუსეთი უკრაინაში შეჭრას იწყებს, მან უარყო დიპლომატიური გზები, რის გამოც, ჟენევაში ჩანიშნული შეხვედრის გამართვას აზრი აღარ აქვს. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის შეხვედრა 24 თებერვლისთვის იყო დაგეგმილი. სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებდნენ, რომ შეხვედრა იმ შემთხვევაში შედგებოდა, თუ რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრებოდა. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics