01:15 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-21 15:14:39, 971 ნახვა

სამართალი
შსს-მ სამონაზვნო პირებს შორის ძალადობის ამსახველ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით, სადაც სამონაზვნო პირები ერთმანეთს ფიზიკურად უსწორდებიან, გამოძიება დაიწყო. 

როგორც „ექსპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (ძალადობით ან ძალადობის მუქარით ჩადენილი დევნა) და 157-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების უკანონოდ მოპოვება და სოციალური ქსელით გავრცელება) დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ვიდეო, სადაც სასულიერო პირები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ტელეკომპანია „პირველის“ ცნობით, შავი ბერი ილარიონ გიგოლაშვილი მამა როინ მუმლაძეს თავს დაესხა, აგინა, ფიზიკური დაზიანებები მიაყენა და ამ ყველაფერს მობილური ტელეფონით აღებინებდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics