09:33 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-18 11:13:27, 813 ნახვა

საზოგადოება
ვახტანგ გომელაურმა რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი ჩაატარა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოს რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა. - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწების ცნობით, პოლიციის დეპარტამენტების დირექტორებთან შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე - შალვა ბედოიძე დაესწრო.

ვახტანგ გომელაურმა ყურადღება გაამახვილა დანაშაულთან ბრძოლის შედეგების მთავარ ინდიკატორებსა და საზოგადოების უსაფრთხოების საკითხებზე.

შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ გასულ, 2021 წელს დანაშაულის რაოდენობის კლება გაგრძელდა, გახსნის მაჩვენებელმა კი მნიშვნელოვნად მოიმატა - 35,5%-დან 49,8%-მდე გაიზარდა.
ვახტანგ გომელაურმა დანაყოფების ხელმძღვანელებთან ასევე ისაუბრა არსებული გამოწვევების, ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების გაუმჯობესებისთვის საჭირო სამუშაოებისა და რეგიონებში პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების შესახებ.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ერთობლივი ეფექტიანი საქმიანობისთვის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით კომპლექსური ღონისძიებები 2022 წელსაც აქტიურად გაგრძელდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ ირანს 7 საათის განმავლობაში ბომბავდა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
აშშ-ის კონგრესი ემზადება, ტრამპს მიანიჭოს უფლებამოსილება, დააწესოს 100%-მდე ტარიფები რუსული ნავთობის მყიდველებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics