|
2022-02-09 14:19:19, 699 ნახვა
პოლიტიკა
ნათია თურნავა: მაქვს სურვილი, შევიცვალო სფერო, სხვა ასპარეზზე მოვსინჯო ძალები - გუნდის ერთგულ წევრად ვრჩები
მაქვს სურვილი, რომ შევიცვალო სფერო, სხვა ასპარეზზე მოვსინჯო ჩემი ძალები. რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის ერთგულ წევრად ვრჩები,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. ნათია თურნავამ სამთავრობო და სამინისტროს გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. „ძალიან დიდი მადლობა ჩვენს გუნდს, სამინისტროს გუნდს. ჩემთვის დიდი პატივი იყო ნდომა, რაც მე გამომიცხადეს, 3 წლის განმავლობაში ვმსახურობდი ამ თანამდებობაზე და ეს იყო რთული წლები, მაგრამ შეიქმნა საფუძვლები იმისა, რომ ჩვენი ეკონომიკა სწრაფად გაჯანსაღდება და მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი ლევანი თავისი გამოცდილებით, ყველაფერს ძალიან მაღალ დონეზე გაართმევს თავს და იქნება ერთ-ერთი წარმატებული ეკონომიკის მინისტრი. რაც შეეხება ჩემს გეგმებს, 3 წელი არ იყო მარტივი, ძალიან საპასუხისმგებლო, ძალიან რთული. მე მაქვს სურვილი, გარკვეულწილად შევიცვალო სფერო, სხვა ასპარეზზე მოვსინჯო ძალები. რა თქმა უნდა, ვრჩები გუნდის ერთგულ წევრად, კონკრეტიკა ჯერ არ არის, როგორც კი იქნება გადაწყვეტილება გავანდობ საზოგადოებას. თქვენც მადლობა მედიას, რომ სულ ყურადღების ცენტრში ვიყავით და სულ ფორმაში მამყოფებდით“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)