13:11 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-08 11:36:06, 585 ნახვა

საზოგადოება
რეგულირების სააგენტოს GMP ინსპექტორებს დანიური კომპანია ამზადებს

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორი ზაალ კაპანაძე წამლის პოლიტიკის და ფარმაცევტული პრაქტიკის დარგში,  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თანამშრომლობითი ცენტრის, „ფარმაკონის“  წარმომადგენლებს შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა GMP/GDP ინსპექტორების მოსამზადებელი ტრენინგების შესახებ ისაუბრეს.  „ფარმაკონის“  ექსპერტების მიერ შემუშავებულია  3 მოდულიანი კურსი, რომელიც GMP/GDP-ის ინსპექტორებისთვის უწყვეტ პროფესიულ განვითარებას უზრუნველყოფს.

პროფესიული განვითარების პროგრამის პირველი მოდული იანვარში, დისტანციურად მიმდინარეობდა. ხვალიდან კი ტრენინგის პრაქტიკული ნაწილი დაიწყება, რისთვისაც „ფარმაკონის“ ექსპერტები საქართველოში სპეციალურად ჩამოვიდნენ.

დანიელ ექსპერტებთან შეხვედრას სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის მოადგილეები, შესაბამისი დეპარტამენტისა და სამმართველოს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, ქვეყანაში წარმოებული და იმპორტირებული მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, დაიწყო GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკის) და GDP (კარგი დისტრიბუციის პრაქტიკის) სტანდარტის დანერგვა. GMP/GDP სტანდარტების დანერგვა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია, რამდენადაც აღნიშნული სტანდარტი უზრუნველყოფს ქვეყანაში, მიმოქცევაში არსებული ფარმაცევტული პროდუქტების მაღალ ხარისხს და საქართველოში წარმოებული მედიკამენტების ექსპორტის ზრდას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პოლონეთი უკრაინას რუსეთის მხრიდან შესაძლო ცრუ დროშის ოპერაციაზე აფრთხილებს
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics