|
2022-02-03 13:52:47, 844 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი - საქართველოში მიმზიდველი საინვესტიციო ბიზნესგარემოს არსებობას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ასეთი სტრატეგიული ინვესტიცია ხორციელდება წყლით მომარაგების სექტორში
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ესპანური კომპანიის „Aqualia“ აღმასრულებელ დირექტორს, ფელიქს პარა მედიავილას შეხვდა. კომპანია „Aqualia“ საქართველოში წყლის სექტორის გაუმჯობესების კუთხით ათეული მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. როგორც შეხვედრაზე მინისტრმა აღნიშნა, ასეთი ინვესტიციების განხორციელება ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და მისასალმებელია. „საქართველოში მიმზიდველი საინვესტიციო ბიზნესგარემოს არსებობას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ასეთი სტრატეგიული ინვესტიცია ხორციელდება წყლით მომარაგების სექტორში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ, ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში, ჩვენი ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულებები წყლის მართვასთან დაკავშირებით ევროპული დირექტივების შესაბამისად შესრულდეს. ევროპული გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია წყლის რესურსების მდგრადად მართვისთვის“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ესპანური კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ფელიქს პარა მედიავილამ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ესპანურ კომპანიას მრავალწლიანი გამოცდილება აქვს წყლით მომარაგების, გასუფთავების და, ზოგადად, წყლის მართვის საკითხებში, რაც საინტერესო იქნება საქართველოში წყლის სექტორის განვითარებისთვის. ესპანური კომპანია „Aqualia“ მსოფლიო ათეულში შედის და 17-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს, რომელთა შორისაა, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია და პორტუგალია.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)