|
2022-01-22 11:53:43, 1052 ნახვა
მსოფლიო
WSJ - გერმანიამ ესტონეთიდან უკრაინაში იარაღის გადაცემა დაბლოკა
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, გერმანია ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის მოკავშირე ესტონეთს არ აძლევს უფლებას უკრაინას გადასცეს ირაღი. გერმანიის მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება მოსკოვიდან მომავალი საფრთხის გამო მიიღეს, რადგან დასავლეთი შიშობს, რომ რუსეთი, რომელსაც უკრაინის საზღვართან 100 000-მდე ჯარისკაცი ჰყავს მობილიზებული, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. "შეიარაღების ექსპორტის პრინციპი მუდამ ერთია, მოდის ის პირდაპირ გერმანიიდან, თუ მესამე ქვეყნიდან. ამ მხრივ ჯერ ნებართვა არ გაცემულა. შეუძლებელია პროცესის შედეგების გამოთვლა", - თქვა WSJ-სთან გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა იარაღის ექსპორტის ნებართვასა და უკრაინა-რუსეთის დაძაბულ ვითარებაზე. ცნობისთვის, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა მომავალში უკრაინაში აშშ-ის წარმოების „ჯაველინისა“ და „სტინგერის“ სარაკეტო სისტემებს გააგზავნიან.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)