|
2022-01-14 13:32:37, 1951 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ექვსი თვით გაახანგრძლივა
ევროკავშირმა, უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმებისადმი ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისა და მეზობელ ქვეყანაში შეჭრის საფრთხის გამო, რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 6 თვით გაახანგრძლივა. აღნიშნული სანქციები მიზნად ისახავს რუსეთის ფინანსურ, ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორების, ასევე საქონლის ბრუნვას, რაც შესაძლოა გამოყენებული იყოს როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო მიზნებისთვის. აღნიშნული ზომები იმ სანქციების ნაწილია, რომელიც რუსეთს ევროკავშირმა 2014 წელს დაუწესა მას შემდეგ, რაც მან უკრაინაში ყირიმის ანექსია მოახდინა და დაკავშირებულია 2015 წლის მინსკის სამშვიდობო შეთანხმებასთან. რუსეთმა საქნციები ძალაში, სულ მცირე, 31 ივლისამდე დატოვა, რადგან ოფიციალურმა მოსკოვმა „სრულად არ შეასრულა“ სამშვიდობო შეთანხმება. აღნიშნული ნაბიჯი ზღუდავს რუსული ბანკებისა და კომპანიების წვდომას ევროკავშირის კაპიტალის ბაზრებზე და კრძალავს ფინანსურ დამარებას ან შუამავლობას რუსული ფინანსური ინსტიტუტებისთვის. ის აჩერებს თავდაცვის აღჭურვილობების იმპორტს. ზღუდავს რუსეთის წვდომას ნავთობის წარმოებაში გამოყენებულ ზოგიერთ ტექნოლოგიაზე.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)