|
2022-01-12 17:15:15, 1814 ნახვა
მსოფლიო
CIT - ის სპეციალისტებმა აღმოაჩინეს 30-მდე ვიდეო, სადაც ჩანს როგორ გადაეცემა აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის აღჭურვილობა რუსეთის დასავლეთს
კონფლიქტის დაზვერვის ჯგუფის (CIT) სპეციალისტებმა აღმოაჩინეს 30-მდე ვიდეო, სადაც ასახულია როგორ ხდება აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის აღჭურვილობის გადაცემა რუსეთის დასავლეთით. CIT-მა დაადგინა, რომ ჩანაწერების უმეტესობა გადაღებულია აღმოსავლეთ ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთში, მათ შორის ბურიატიასა და პრიმორსკის მხარეში. გამომძიებლების თქმით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა დასავლეთში სამხედრო ტექნიკის გადაცემის რაოდენობა. კერძოდ, სამხედრო სატვირთო მანქანები, ტანკერები, ტანკები, ქვეითი საბრძოლო მანქანები, მრავალჯერადი სარაკეტო დანადგარები ტრანსპორტირდება რუსეთის დასავლეთ რეგიონებში. გარდა ამისა, CIT-ის სპეციალისტებმა შენიშნეს სამხედრო მოსამსახურეების პერსონალი, რომლებიც მოძრაობდნენ ტექნიკით სამგზავრო და სატვირთო ვაგონებში. სამხედრო მოსამსახურეების ზუსტი რაოდენობის დადგენა ვერ მოხერხდა. გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ აღჭურვილობა გაგზავნილი იყო ულან-უდიდან, ბორზიადან, ბელოგორსკიდან და უსურიისკიდან. მათვე ვარაუდობენ, აღჭურვილობა ეკუთვნის რუსეთის აღმოსავლეთ სამხედრო ოლქის ოთხივე არმიის ნაწილებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)