22:08 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-10 14:25:25, 1331 ნახვა

საზოგადოება
ადვოკატი - დღემდე არ უშვებენ სააკაშვილთან მის მკურნალ ექიმს, დახმარებას ვთხოვთ ადვოკატთა ასოციაციას და ომბუდსმენს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი დაცვისქვეშმყოფთან დახურული კომუნიკაციას ითხოვს და ამ პროცესში დახმარებას საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას და სახალხო დამცველს სთხოვს.

ადვოკატის თქმით, მიუხედავად სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისა მასთან ამ დრომდე მის მკურნალ ექიმს არ უშვებენ.

"დღემდე უკანონოდ არ უშვებენ მიხეილ სააკაშვილთან მის მკურნალ ექიმს, ეს იმ პირობებში, როდესაც მას აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ბუნებრივია, რომ არის მნიშვნელოვანი და არსებითი დარღვევა სააკშვილის ფუნდამენტური უფლებების. ასევე, ადვოკატებს არ გვაძლევენ მასთან პერსონალურად დახურული ფორმის კომუნიკაციის საშუალებას, მოვითხოვთ საჯაროდ კიდევ ერთხელ მოვითხოვთ, რომ მოგვეცეს შესაძლებლობა კანონით დადგენილი წესით მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაციის და ამ პროცესში დახმარებას ვთხოვთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, სახალხო დამცველს და ნებისმიერ დაწესებულებას, ვისაც აქვს შესაძლებლობა, რომ რაიმე გავლენა მოახდინოს ამ დაცვის უფლების რეალიზებაზე.", - განაცხადა საძაგლიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics