00:33 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-05 11:30:26, 735 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ იძულებით გადაადგილებულ პირებს მინიტრაქტორები გადასცა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ იძულებით გადაადგილებულ პირებს მინიტრაქტორები გადასცა. - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა დაეხმარება მათ საკუთარი საქმიანობის წამოწყებასა თუ გაფართოებაში.

„ჩვენ  მთავარ მიზანს, სახელმწიფოს მიერ საცხოვრებლით უზრუნველყოფილი იძულებით გადაადგილებული ოჯახების ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა წარმოადგენს. არა ერთი წარმატებული მაგალითი გვაქვს, როცა ჩვენი დაფინანსებული დევნილები და ეკომიგრანტები უკვე თავად ხდებიან დამსაქმებლები“, - აღნიშნა ბესარიონ სიმონიშვილმა.

ბოლო ორი წლის განმავლობაში,   სააგენტომ საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, ჯამში,  1000-ზე მეტი დევნილი და ეკომიგრანტი უკვე დააფინანსა და ეს პროცესი მომავალში კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics