|
2021-12-28 13:49:22, 563 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს აეროპორტების გაერთანება შიდა ფრენების მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს
ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, როგორც შიდა და საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირების, ასევე მესტიის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლების მომსახურების მიზნით, 30 დეკემბერს, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მესტიის, ამბროლაურის და ბათუმის მიმართულებით დამატებით სიხშირეებს ნიშნავს. არსებულ რეგულარულ რეისებს 30 დეკემბერს თითოეულ მიმართულებაზე თითო რეისი დაემატება და ფრენები შემდეგი განრიგით განხორციელდება. ნატახტარი - მესტია: 11:30 მესტია - ნატახტარი: 13:00 ნატახტარი - ამბროლაური: 09:00 ამბროლაური - ნატახტარი: 10:15 თბილისი - ბათუმი: 10:00 ბათუმი - თბილისი: 12:00 შეგახსენებთ, თბილისი-ბათუმის მიმართულებით ბილეთის საფასური 125 ლარს შეადგენს, ნატახტარი-მესტიის მიმართულებით - 90 ლარს, ხოლო ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულებით ფრენა 50 ლარი ღირს. 0 დან 3 წლამდე ჩვილები უფასოა, ხოლო 3 დან 12 წლამდე ბავშვებზე მოქმედებს 30 %-იანი ფასდაკლება. ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ვებგვერდზე https://ticket.vanillasky.ge/en/tickets
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)