13:35 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-25 13:15:02, 1858 ნახვა

რეგიონი
ბოლნისის მუნიციპალიტეტმა მოწყვლადი კატეგორიის 165 ოჯახს საახალწლო ნობათი გადასცა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, პირველ მოადგილე ბუბა გობეჯიშვილთან, ბოლნისის საკრებულოს  თავმჯდომარის პირველ მოადგილე გიორგი მირიანაშვილთან და ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელ ბექა წაქაძესთან ერთად მოწყვლადი კატეგორიის 165 ოჯახს, რომელთა ყოველდღიურ უფასო კვებას ბოლნისის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და მათ წინასაახალწლო საჩუქრები გადასცა.

საშობაო ნობათები „შინ მოვლის სერვისით“ მოსარგებლე მარტოხელა ხანდაზმულ ბენეფიციარებსაც გადაეცათ. აქციამ უკვე მიიღო ტრადიციული სახე  და ის მომავალშიც გაგრძელდება.

„წინასაახალწლოდ, ტრადიციულად ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებს საახალწლო ნობათებს გადასცემს. წელს საახალწლო ნობათი 165-მა ოჯახმა მიიღო. ბოლნისის მუნიციპალიტეტი ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევს სოციალურ პროგრამებს და ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად ვიზრუნოთ შეჭირვებულ ოჯახებსა და მოხუცებზე,  პანდემიის პირობებში კი ვფიქრობ, რომ მსგავსი დახმარება ჩვენი მოქალაქეებისთვის ორმაგად მნიშვნელოვანია.  მსურს, დამდეგი შობა-ახალი წელი თითოეულ ბოლნისელს მივულოცო და მათ ჯანმრთელობა და ბედნიერება ვუსურვო“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics