|
2021-12-24 12:05:45, 1369 ნახვა
მსოფლიო
ბელარუსმა „რადიო თავისუფლების“ ადგილობრივი სამსახური ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა
ბელარუსმა, აშშ-ის მიერ დაფინანსებული მაუწყებლის, „რადიო თავისუფლების“ ადგილობრივი სამსახური ექსრტემისტულ ორგანიზაციათა სიაში შეიყვანა. გამოცემა „დოიჩე ველე“ წერს, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ბელარუსებს, რომლებიც „რადიო თავისუფლების“ გამოცემას ონლაინ რეჟიმში გამოიწერენ, ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. გარდა „რადიო თავისუფლების“ ექსტრემისტული ორგანიზაციების სიაში შეყვანისა, ხელისუფლებამ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო მისი ერთ-ერთი, ერთი თვის წინ დაკავებული ჟურნალისტისს,ანდრეი ჯუზნეჩიკის მიმართ. „ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაამატა „რადიო თავისუფლების“ ბელარუსის სამსახური, რომელიც ადგილობრივად ცნობილია, როგორც „რადიო სვაბოდა“, ექსტრემისტული ორგანიზაციების რეესტრში, რაც წარმოადგენს დამოუკიდებელი მედიისა და სმოქალაქო საზოგადოების დარბევის გაგრძელებას“, - ვკითხულობთ მაუწყებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)