18:24 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-22 12:59:37, 2359 ნახვა

ომი უკრაინაში
თამარ გაბუნია – ომიკრონის“ გავრცელებასთან ერთად კვლავ მოსალოდნელია შემთხვევების მატება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ საქართველოში „ომიკრონის“ შტამის გავრცელებასთან ერთად, მოსალოდნელია შემთხვევების მატება და საწოლებზე მოთხოვნის გაზრდა.

როგორც გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა, სამედიცინო სექტორში, ამ დროისთვის, 9 112 საწოლია მობილიზებული.

„საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის მთავარი თემა, ბუნებრივია, გახდა მზადება „ომიკრონის“ მოსალოდნელი გავრცელებისთვის პრევენციული ღონისძიებებისა და ასევე, ჯანდაცვის სისტემის მზაობის თაობაზე. დღევანდელი მდგომარეობით, სამედიცინო სექტორში მობილიზებული რჩება 9112 საწოლი. კლინიკაში ამჟამად იმყოფება 5 488 პაციენტი, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში - 1350, რეანიმაციაში - 313. თავისუფალი საწოლების რაოდენობა შეადგენს 3227, რაც არის, დაახლოებით, 30% მობილიზებული საწოლფონდის. ამ შემთხვევაში, ჩვენ, ბუნებრივია, კვლავაც ვრჩებით მობილიზებულ მდგომარეობაში, რადგან „ომიკრონის“ გავრცელებასთან ერთად კვლავაც მოსალოდნელია შემთხვევების მატება და საწოლებზე მოთხოვნების გაზრდა, ამდენად კლინიკები უნდა დარჩნენ მობილიზებულ მდგომარეობაში იანვრის თვეშიც,“- განაცხადა გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილემ დასძინა, რომ ვაქცინაციის პროცესი აქტიურად გრძელდება და 60–წლის ზემოთ პირებში, ფინანსური წახალისების მექანიზმი, საკმაოდ ეფექტურია.

„ვაქცინაციის პროცესი აქტიურად გრძელდება, კარგია, რომ 60–წლის ზემოთ პირებში, ფინანსური წახალისების მექანიზმი აღმოჩნდა საკმაოდ ეფექტური – 100 000 გადააჭარბა იმ პირთა რაოდენობამ, რომლებმაც ჩაიტარეს პირველი აცრა, აქციის ფარგლებში, რაც გრძელდება წლის ბოლომდე და უკვე მათი 50% მოვიდა, რათა ჩაიტარონ მეორე აცრა“, – დასძინა გაბუნიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics