14:21 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-21 13:26:25, 549 ნახვა

პოლიტიკა
ადვოკატი – მიხეილ სააკაშვილი სტაბილურად იკლებს წონას, ნევროლოგიური თვალსაზრისით საკმაოდ სერიოზული პრობლემები აქვს

ის სტაბილურად იკლებს წონას და მიდის იმ წონამდე, სადაც იმყოფებოდა შიმშილობის დასრულების პერიოდში, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა ექს–პრეზიდენტის გორის სამხედრო ჰოსპიტალში მონახულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილს ნევროლოგიური თვალსაზრისით სერიოზული პრობლემები აქვს, რაც გადაადგილებისა და მოძრაობის უნარზე ახდენს გავლენას.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი საჭიროებს მკურნალობის კურსს, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალში არ უტარდება. 

"ის სტაბილურად იკლებს წონას და მიდის იმ წონამდე, სადაც იმყოფებოდა შიმშილობის დასრულების პერიოდში. გარდა ამისა, მას აქვს ნევროლოგიური თვალსაზრისით საკმაოდ სერიოზული პრობლემები, რაც გავლენას ახდეს გადაადგილების უნარზე და მოძრაობის უნარზე. ცხადია, რომ ამ მიმართულებით ბევრი რამ კვლავ გასაკეთებელი. ამაზე საუბარია სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის და "ემპათიას" კონსილიუმის დასკვნებში, რომლებიც მნიშვნელოვნად არ განსხვავდება და ორივე მიუთითებს, რომ მიხეილ სააკაშვილი საჭიროებს მკურნალობის კურსს, რომელიც ამ ჰოსპიტალში მას არ უტარდება", – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
სუს-მა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკა
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics