14:21 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-20 16:36:31, 735 ნახვა

პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი - ძალიან უხერხულია, როდესაც სააკაშვილი მომხრეების შეგროვებას აპირებს დაბადების დღეზე

ძალიან უხერხულია, როდესაც სააკაშვილი თავის მომხრეების დარაზმვას და შეგროვებას აპირებს თავის დაბადების დღეზე, - ასე ეხმაურება პარტია  „მოქალაქეები“-ს ლიდერი, ალეკო ელისაშვილი „ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებულ აქციას, რომელიც ხვალ გაიმართება. 

მისივე განცხადებით, ეს სხვა არაფერია, თუარა ბელადომანია და ბელადის მორჩილება. სწორედ ის, რასაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს „ნაციონალური მოძრაობა“ უწოდებს ხოლმე.

„ძალიან უხერხულია, როდესაც სააკაშვილი თავის მომხრეების დარაზმვას და შეგროვებას აპირებს თავის დაბადების დღეზე. ნაციონალური მოძრაობა სხვებს უწოდებს ივანიშვილის ყმები და ბელადის მორჩილები ხართო და ეს რა გამოდის? ეს ბელადომანია არ არის, ბელადის მორჩილება და უხერხული არ არის?! თავის დაბადების დღეზე, რომ აგროვებ მხარდამჭერებს, თან რა მოთხოვნით?! განთავისუფლების მოთხოვნით, რომელიც სრული სიგიჟა“, - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
სუს-მა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკა
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics