|
2021-12-20 10:30:00, 1112 ნახვა
მსოფლიო
ჟოზეფ ბორელი - ევროკავშირი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის შესახებ ნებისმიერი განხილვის მაგიდასთან უნდა იყოს
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელის, ჟოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის შესახებ ნებისმიერი განხილვის მაგიდასთან უნდა იყოს. "რუსეთის საგარეომ რუსეთსა და აშშ-ს შორის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ წინადადების პროექტი გამოაქვეყნა. ცხადია ევროკავშირი ასეთი დისკუსიების ნაწილი უნდა იყოს. ჰელსინკის დასკვნითმა აქტმა და პარიზის ქარტიამ შემოგვთავაზა ძირითადი პრინციპები, რომელთა ირგვლივ ავაშენეთ ევროპული უსაფრთხოება ბოლო 50 წლის განმავლობაში. ეუთო მექანიზმებსა და წესებს გვთავაზობს, რომელიც რუსეთთან ნებისმიერი ჩართულობის ქვაკუთხედად რჩება", - აცხადებს ბორელი. ჟოზეფ ბორელის განცხადებით, მხოლოდ სიტყვები და განცხადებები საკმარისი არ არის რუსეთის ხელმძღვანელობის გათვლების შესაცვლელად და ძალიან მნიშვნელოვანია, ფაქტი რომ რუსეთი ცდილობს დაემუქროს და დაასუსტოს უკრაინა. "ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის ლიდერებმა არსებული ეკონომიკური სანქციების გახანგრძლივება გადაწყვიტეს და რუსეთი გააფრთხილეს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერ აგრესიას მძიმე შედეგები მოჰყვება." - განაცხადა ჟოზეფ ბორელმა. ცნობისთვის, 17 დეკემბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-სა და ნატოს უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით მოთხოვნები წარუდგინა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)