14:21 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-18 16:27:07, 699 ნახვა

პოლიტიკა
იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელებაზე ინსპექტორის გადაწყვეტილება გაასაჩივრა

იუსტიციის სამინისტრომ სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების გამო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით გაასაჩივრა.

აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განუცხადა და აღნიშნა, რომ აღნიშნულ საკითხს სასამართლო განიხილავს.

"გუშინ იუსტიციის სამინისტრომ გაასაჩივრა სახელმწიფო ინსპექტორის ადმინისტრაციული აქტი და ბუნებრივია ეს უკვე სასამართლოს განსახილველი საკითხია. ჩვენ იქ გვექნება ჩვენი პოზიცია, გვაქვს ძალიან მყარი არგუმენტები, თუ რატომ გავასაჩივრეთ სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნა", - განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის, 7 დეკემბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დასკვნა გამოაქვეყნა. სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებით, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრათ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
სუს-მა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკა
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics