07:44 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-18 14:36:18, 680 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძემ გლდანში მცხოვრებ 21 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა

თბილისის მერიის ინიციატივით, მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონება გრძელდება.

ამჯერად, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გლდანის რაიონში მცხოვრებ კიდევ 21 ოჯახს გადასცა.

„გლდანის რაიონში 21 ოჯახს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადავეცით. ეს არის პროგრამა, რომლის განხორციელებასაც მოსახლეობას 2017 წელს დავპირდით  და დღემდე წარმატებით მიმდინარეობს. ჯერ კიდევ რჩებიან ადამიანები, რომელთაც ანალოგიური პრობლემები აწუხებთ. მათ თავიანთი რაიონის გამგეობას უნდა მიმართონ და დაეხმარებიან საჭირო დოკუმენტების შეგროვებაში. მნიშვნელოვანია, რომ ეს ქონება, რასაც ამ ადამიანებს გადავცემთ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართებია და თანხობრივად რომ გადავიყვანოთ, 2 000-ზე მეტი ოჯახისთვის 300 მილიონზე მეტი ქონებაა გადაცემული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გლდანში მცხოვრებ ოჯახებს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები დედაქალაქის მერთან ერთად, ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა, ირაკლი თავართქილაძემ და გლდანის რაიონის გამგებელმა, ლევან ნაროუშვილმა გადასცეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics