22:37 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-18 10:09:08, 2023 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირის ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ ახალი შესაძლო სანქციების თაობაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის უკრაინაში კიდევ ერთხელ შეჭრის შემთხვევაში, მოსკოვს დამატებითი ეკონომიკური სანქციები დაუწესონ.

ამერიკასთან და ბრიტანეთთან ერთად, ევროპელი ლიდერებიც მზად არიან ეკონომიკური ზომებისთვის, თუმცა მოსკოვთან დიპლომატიიის სურვილსაც გამოხატავენ.

ბალტიისპირეთის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ლიდერებს სჯერათ, რომ ბლოკი თავადაცაა რუსეთის მიერ სხვადასხვა კუთხით თავდასხმის ობიექტი. ლიეტუვა ბელარუსის მხრიდან რუსეთის მხარდაჭერილი ძალების თავდასხმასაც არ გამორიცხავს.

"ნებისმიერი შემდგომი სამხედრო აგრესია უკრაინის მიმართ გამოიწვევს მასშტაბურ შედეგებს და მწვავე საფასურს, საპასუხო ნაბიჯებს, მათ შორის შემზღუდავ ზომებს პარტნიორებთან კოორდინაციით", - განაცხადეს ლიდერებმა სამიტის საბოლოო ოფიციალურ წერილში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics