14:50 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-16 11:36:10, 1020 ნახვა

რეგიონი
სოფელ მუშევანში, სოფლამდე მისასვლელი გზის მოწყობის მესამე ეტაპი მიმდინარეობს

ბოლნისის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, ინფრატსრუქტურული პროექტები აქტიურად ხორციელდება. სოფელ მუშევანში, სოფლამდე მისასვლელი ბეტონის გზის მოწყობის მესამე ეტაპი მიმდინარეობს. - ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროეტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 426 000 ლარს შეადგენს.

მათივე ინფორმაციით, 900 გრძივი მეტრის ბეტონის გზის მოწყობის პროექტს ადგილზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, პირველ მოადგილე ბუბა გობეჯიშვილთან და სივრცითი მოწყობისა და ინფრატსრუქტურის სამსახურის უფროს კონსტანტინე კორძაძესთან ერთად გაეცნო.

„სოფელ მუშევანში სოფლამდე მისასვლელი გზის მოწყობის მესამე ეტაპი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. დაზიანებულ გზაზე მოძრაობა ჩვენს მოსახლეობას დისკომფორტს უქმნიდა,  ამიტომ გავითვალისწინეთ მათი ინტერესები და ეტაპობრივად ვახდენთ სოფლამდე მისასვლელი გზის მოწყობას. ამ სამუშაოებისთვის 426 000 ლარია გამოყოფილი, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

 

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics