22:38 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-11 10:43:48, 1059 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის საგარეო - 3+3 პლატფორმაში საქართველოსთვის კარი ღია რჩება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ 3+3 ფორმატში საქართველოსთვის კარი ღია რჩება და თბილისის ჩართულობით დანარჩენი 5 ქვეყნის წარმომადგენლები დაინტერესებული არიან.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მათ განიხილეს შემდგომი ნაბიჯები და სამოქმედო გეგმები, სამომავლოდ პროფილური სამინისტროებისა და უწყებების შესაძლო ჩართვისთვის.

"განვიხილეთ პერსპექტივები მრავალმხრივი რეგიონალური გაერთიანების. გაძლიერდა პლატფორმის მუშაობის ფოკუსი პრაქტიკულ საკითხებზე, რაც ყველა მონაწილის ინტერესშია. მათ შორისაა, ნდობის ამაღლება, გაერთიანება სავაჭრო-ეკონომიკური, ტრანსპორტის, კულტურულ-ჰუმანიტარული საკითხების მხრივ და მუქარების საწინააღმდეგოდ ერთობლივი მოქმედება.

საქართველოს წარმოამდგენლებმა, რომლებიც ასევე იყვნენ დაპატიჟებული, შეხვედრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს", ხუთი ქვეყნის წარმომადგენლებმა გამოხატეს დაინტერესება, პლატფორმის მუშაობაში ჩაერთოს საქართველო, რომლისთვისაც "კარი" ღია რჩება", - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

3+3 ფორმატში მონაწილეობენ რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და ირანი. 

3+3 ფორმატის იდეა 2020 წლის ყარაბახის ომის შემდეგ, 10 დეკემბერს, ბაქოში აზერბაიჯანის და თურქეთის პრეზიდენტებმა, ილჰამა ალიევმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა წამოაყენეს. 

ფორმატი გულისხმობს თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, რუსეთისა და ირანის კოოპერაციას რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დასამყარებლად. 

ფორმატში მონაწილეობის შესაძლებლობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა 8 ოქტომბერს ისაუბრა. მევლუთ ჩავუშოღლუმ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მას ესმოდა თბილისის ფრთხილი პოზიცია ამ რეგიონალურ იდეასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა თურქეთის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics