14:50 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-09 15:36:02, 1185 ნახვა

რეგიონი
ექიმმა ნიკა კაჭარავამ, სოფელ ბოლნისის მოსახლეობასთან ვაქცინებსა და ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა

გაეროს განვითარების პროგრამისა( UNDP  Georgia) და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC)   საერთო ინიციატივის ფარგლებში, სოფელ ბოლნისსა და მამხუტში კოვიდსაწინააღმდეგო  ვაქცინებისა და ვაქცინაციის შესახებ  საინფორმაციო შეხვედრები მოეწყო, - ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საინფორმაციო შეხვედრებზე  რეანიმატოლოგ- ანესთეზიოლოგმა ნიკა კაჭარავამ მოქალაქეებს ვაქცინაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, მათ დასმულ კითხვებს უპასუხა და მოსახლეობას სამ ენაზე, ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე მომზადებული საინფორმაციო ფლაერები დაურიგა.

უწყების ინფორაციით, შეხვედრის შემდგომ, ექიმმა ნიკა კაჭარავამ, ვაქცინაციის მსურველები „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ფირმის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინებით აცრა.

ამასთანავე, საინფორმაციო სახის შეხვედრა სოფელ მამხუტშიც გაიმართა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics