21:09 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-05 14:14:48, 862 ნახვა

მსოფლიო
ინდონეზიაში ვულკანი ამოფრქვევის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, 57 კი დაშავდა

ინდონეზიაში, ჯავას პროვინციაში ვულკან „სემერუმ“ ამოიფრქვა, რის შედეგადაც 13 ადამიანი დაიღუპა, 57 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა BBC ავრცელებს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დაშავებულთა შორის ბევრმა მძიმე დამწვრობა მიიღო და სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში არიან გადაყვანილი.

 ათასობით ადამიანის ევაკუაცია უკვე განხორციელდა. ფერფლითა და კვამლით დაიფარა მიმდებარე დასახლებები. ამ დასახლებებიდან სულ მცირე 300 ოჯახი გაიყვანეს. 

ოფიციალური პირების განცხადებით, რამდენიმე დასახლებამდე მისვლა წაქცეული ხეებისა და ტალახის გამო ჯერ კიდევ ვერ ხერხდება. დახმარება სთხოვეს სამხედროებსაც.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics