|
2021-12-03 21:05:35, 1309 ნახვა
ეკონომიკა
ნარმანია- INTER RAO ყოველთვის ითხოვს ტარიფების ზრდას, თუმცა კომისია მათი წესებით არ მუშაობს
მარეგულირებლის გადაწყვეტლება სხვა კომპანიების მიერაც ყოფილა გასაჩივრებული, თუმცა სასამართლო დავა აქამდე არავის მოუგია, რადგან კომისია ძალიან გამჭვირვალე მეთოდებით და ფორმულებით ანგარიშობს ტარიფებს. - ამის შესახებ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანიამ განაცხადა. 2014 წლის შემდეგ, ახალი მეთოდოლოგიით არაერთხელ დადგინდა ტარიფები და არავის ეპარება ეჭვი, რომ ეს მეთოდოლოგია დღეს ყველაზე გამართული და აპრობირებულია. ამ მეთოდოლოგიით დადგენილი ტარიფები სხვების მიერაც ყოფილა გასაჩივრებული, თუმცა დავა აქამდე არავის მოუგია, იმიტომ, რომ მარეგულირებელი კომისია აღნიშნული მეთოდოლოგიით, ძალიან გამჭვირვალედ, კონკრეტული ფორმულებით ანგარიშობს ტარიფს. საქართველომ რუსულ ენერგოკომპანია Inter RAO-სთან სტოკჰოლმის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში დავა წააგო. სასამართლოს გადაწყვეტილებით ქართულმა მხარემ კომპანიას კომპენსაცია უნდა გადაუხადოს. კომპენსაციის ოდენობა 80.5 მილიონი დოლარით განისაზღვრა. საქართველომ არბიტრაჟის გადაწყვეტილება გაასაჩივრა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)