|
2021-11-30 17:13:43, 920 ნახვა
ეკონომიკა
აჭარაში „მწვანე პასპორტის“ კონცეფციასთან დაკავშირებით შეხვედრები მიმდინარეობს
„მწვანე პასპორტის“ სქემასთან დაკავშირებით აჭარაში მოქმედ კვების ობიექტებთან შეხვედრა გაიმართა.- ინფორმაციას აჭარის ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ონლაინ ფორმატით გამართულ შეხვედრაზე „მწვანე პასპორტის” კონცეფცია განიხილეს, რომელიც მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება და რომლის გარეშეც კვების ობიექტებზე მოქალაქეები აღარ დაიშვებიან. ამასთან, შეხვედრაზე მთავარმა შრომის ინსპექტორმა ბექა ფერაძემ, ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო კვეტენაძემ, აჭარის ტურიზმისა დეპარტამენტის თავმჯდომარემ თინათინ ზოიძემ და აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა თინა ზოიძემ მწვანე ზონებთან დაკავშირებით მიღებული წესები განიხილეს და კერძო სექტორს „მწვანე პასპორტის“ კონცეფციის პრაქტიკაში განხორციელებასთან დაკავშირებული საჭირო ინფორმაცია მიაწოდეს. შეგახსენებთ, 1-ლი დეკემბრიდან მწვანე სტატუსის მქონე რესტორნებს მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვა მოეხსნებათ. ე.წ „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. აჭარაში „მწვანე პასპორტის“ სქემაში ჩართულ ბიზნეს სექტორთან შეხვედრები გრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)