02:51 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-24 16:36:43, 655 ნახვა

პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე სახალხო დამცველს ბათუმის საკრებულოს დეპუტატის გარდაცვალების ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ხატია დეკანოიძემ სახალხო დამცველს, სამოქალაქო სექტორსა და საერთაშორისო პარტნიორებს ბათუმის ახალი საკრებულოს წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმის გამოძიებისა და შეფასებისკენ მოუწოდა.

„წარმოუდგენლად მძიმეა, როცა საქმე გვაქვს რეჟიმის მიერ იმდენად საზიზღარი და მახინჯი სისტემის მიერ შემუშავებულ მექანიზმთან, როდესაც არჩევნების შემდეგ, პოლიტიკური ძალაუფლებისთვის რეჟიმი არ ერიდება ადამიანების შანტაჟს, მათზე მუქარას, არ ერიდება ყველაზე უფრო მძიმე სიბინძურეში გახვევას და შედეგად ვიღებთ იმას რომ ადამიანი, ჩვენი თანამებრძოლი ბათუმის საკრებულოს დეპუტატი დღეს უბრალოდ აღარ არის.

მივმართავ სახალხო დამცველს, მივმართავ ყველა იმ ადამიანს, რა თქმა უნდა, სამოქალაქო სექტორიდან ვინც ფიქრობს, ჩართულია და იცავს ადამიანის უფლებებს. მე მივმართავ საერთაშორისო პარტნიორებს, ვისთანაც ჩვენ ამ თემაზე გვექნება საუბარი, რომ ეს საშინელი ფაქტი, წარმოუდგენელი ძალადობა ადამიანზე დაუყოვნებლივ იქნას გამოძიებული და სათანადოდ შეფასებული“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, ბათუმის ახალი საკრებულოს წევრი, "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ნუგზარ ფუტკარაძე 18 ნოემბერს გარდაიცვალა. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics