18:14 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-24 13:05:13, 544 ნახვა

საზოგადოება
25 ნოემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით, ორთაჭალის ქუჩის მონაკვეთი ორმხრივად ჩაიკეტება

საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარების გამო, კრწანისის რაიონში, ორთაჭალის ქუჩის შუა ნაწილი, 25 ნოემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით, ორმხრივად ჩაიკეტება. - ინფრომაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, აღნიშნულ ქუჩაზე კრწანისის რაიონის გამგეობის კონტრაქტორმა კომპანიამ რეკრეაციული სივრცის მოწყობა დაასრულა. ამ ეტაპზე კი, იწყებს საჰაერო კომუნიკაციების მიწისქვეშ ჩატანისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას, რაც გულისხმობს ასფალტის ახალი საფარის დაგებას, გზის გაფართოებასა და ტროტუარების მოწესრიგებას.

აღნიშნული სამუშაოების გამო, აუცილებელია სამანქანო გზის ორმხრივი მოძრაობის აკრძალვა, რის გამოც 25 ნოემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით, ორთაჭალის ქუჩის შუა ნაწილი - N90-დან N100-მდე,  ორმხრივად ჩაიკეტება. ამასთან, შეიცვლება N57 და N80 ავტობუსების სამოძრაო სქემაც. ისინი ორთაჭალის ქუჩა N90-მდე მივლენ.

დედაქალაქის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics