|
2021-11-20 13:05:02, 801 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - ნატახტარში, 11 მილიონი ლარის ინვესტიციით შექმნილ ახალ საწარმოში 100 ადამიანი დასაქმდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს ახალი საწარმოს გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. სოფელ ნატახტარში მდებარე კომპანია „ფუდ ალიანსის" საწარმო პურ-ფუნთუშეულის დიდ ასორტიმენტს აწარმოებს და სრულადაა აღჭურვილი ახალი, ევროპული მაღალტექნოლოგიური დანადგარებით. საწარმო სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" სესხის პროცენტის თანადაფინანსებითა და EBRD-ის პროგრამის მხარდაჭერის ფარგლებში გაიხსნა. კომპანია წარმოებისა და ბიზნესის განვითარების სექტორში, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ქართველი და ფრანგი პარტნიორების მიერ დაარსდა. „ფუდ ალიანსის" ახალი საწარმო მომხმარებელს, ფრანგულ ტრადიციებზე დაფუძნებით შექმნილ ევროპული სტილის პურ-ფუნთუშეულის დიდ ასორტიმენტს სთავაზობს. დღესდღეობით, საწარმოში 100-ზე მეტი დასახელების პროდუქტი მზადდება და მიეწოდება როგორც მსხვილ სავაჭრო ქსელებს, ასევე სასტუმროებს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)