|
2021-11-17 11:43:07, 659 ნახვა
საზოგადოება
საახალწლო დეკორაციების 207 000 ლარის ტენდერები გამოცხადდა – ნაძვის ხის განახლებისთვის ტენდერი არ ჩატარდება
თბილისში საახალწლო დეკორაციების გასაახლებლად, სამი ტენდერი გამოცხადდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. „წელს საახალწლო დეკორაციების გასაახლებლად სამი ტენდერი გამოვაცხადეთ. მათ შორის, ორი საახალწლო აქსესუარებისა და განათებების, ხოლო ერთი - საახალწლო თემატიკის დეკორატიული მატარებლის შესყიდვას ემსახურება. სამივე ტენდერის ღირებულებაა 207 000 ლარია“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერის თქმით, არცერთი ტენდერი დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის განახლების ან შეცვლის მიზნით არ გამოცხადებულა. „მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არცერთი ტენდერი არ გამოცხადებულა დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის განახლების ან შეცვლის მიზნით, რაც ე.წ. კრიტიკულმა მედიამ გაავრცელა. ეს არის მორიგი დეზინფორმაცია და კიდევ ერთი მცდელობა, მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანონ“, - აღნიშნა კახა კალაძემ. „მინდა, მივმართო ბიზნესსექტორს. მათგან ბევრი წერილი შემოვიდა, რაც კონკრეტული ადგილების გალამაზებას ეხება. ჩვენ ყველანაირად ხელს შეგიწყობთ. მოგიწოდებთ, იაქტიუროთ და ერთად მოვრთოთ ჩვენი ქალაქი. მადლობა წლების განმავლობაში ნაყოფიერი თანამშრობლობისთვის. აღნიშნულ ტენდენციას ამ ახალ წელსაც განვაგრძობთ. ადგილობრივ მცხოვრებლებსაც და ჩამოსულ სტუმრებსაც შევუქმნით საახალწლო განწყობას. მოგვიანებით გაგაცნობთ დამატებით ინფორმაციას, თუ სად მოეწყობა საახალწლო სოფელი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)