|
2021-11-16 18:02:51, 805 ნახვა
საზოგადოება
გიორგი ღიბრაძე - ხვალიდან გაცემული კოვიდ-პასპორტები სისტემაში ვალიდურია, საზღვარგარეთ გამგზავრებამდე, აუცილებელია მისი განახლება
საზღვარგარეთ გამგზავრებამდე, აუცილებელია, რომ კოვიდ-პასპორტი, რომელიც აღებული გვაქვს იუსტიციის სახლში, განვაახლოთ, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა. მისი თქმით, ხვალიდან გაცემული კოვიდ-პასპორტები ვალიდური იქნება სისტემაში. "საქართველო მიუერთდა ციფრული კოვიდ-პასპორტების ერთიან სივრცეს, რომელშიც ამ მომენტისთვის გაწევრიანებულია 49 ქვეყანა. შესაბამისად, საქართველოს მიერ გაცემული კოვიდ-სერტიფიკატები ვაქცინაციის, ინფექციის გადატანის და PCR ტესტირების შესახებ, ამ ერთიან სივრცეში ჩაერთვება. გარდა ამისა, იუსტიციის სახლში გაიცემა შესაბამისი კოვიდ-პასპორტი. უკვე ხვალიდან გაცემული კოვიდ-პასპორტები ასევე ვალიდურია ამ სისტემაში ჩვენი თავის იდენტიფიცირებისთვის. სამწუხაროდ, სისტემა ტექნიკურად არ იძლეოდა საშუალებას, რომ უკვე გაცემულ კოვიდ-პასპორტებზეც იგივე სისტემა გავრცელებულიყო. ხვალიდან გაცემული ნებისმიერი კოვიდ-პასპორტი უკვე ავტომატურად იქნება ჩართული სისტემაში. საზღვარგარეთ გამგზავრებამდე, აუცილებელია, რომ კოვიდ-პასპორტი, რომელიც აღებული გვაქვს იუსტიციის სახლში, განვაახლოთ. იგივეა ყველა იმ ცნობაზე, რომელიც გაცემულია ამცრელი დაწესებულების მიერ, ან ტესტირების დაწესებულების მიერ. მათ მიერ გაცემული ცნობები, რომელზედაც დატანილია QR კოდი, მხოლოდ QR კოდიანი ცნობები მოქმედებს ამ სისტემაში, იქნება ვალიდური ხვალინდელი დღიდან რომელიც გაიცემა.
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
მიხეილ სააკაშვილი: რიყის თეატრი თქვენი მემკვიდრეობაა, რომელსაც ახლა ხალხს ართმევენ
გეგელია: კრემლი ღიად აქებს „ოცნების“ მთავრობას მეასედ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)