23:41 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-14 13:04:37, 630 ნახვა

საზოგადოება
დეკანოზი გიორგი მამალაძე გლდანის სამკურნალო დაწესებულებიდან „ვივამედში“ გადაიყვანეს

დეკანოზი გიორგი მამალაძე გლდანის სამკურნალო დაწესებულებიდან „ვივამედის“ კლინიკაში გვიან ღამით გადაიყვანეს. 

​ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა კონკრეტული მიზეზი, რის გამოც დეკანოზის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

დეკანოზის ძმის თორნიკე მამალაძის ინფორმაციით, მისი ძმა 3 წელია გლდანის ციხის საავადმყოფოში იმყოფება, თუმცა საკვების გარდა არაფერი მიუღია, რადგან რესურსი არ გააჩნია საავადმყოფოს.

"არც ტექნიკა არსებობს, არც ექიმი არსებობს ამ დაწესებულებაში, უბრალოდ არის ცარიელი შენობა, სადაც ჩემი ძმა სამო წელი იწვა და იღებდა უბრალოდ საკვებს. სახელად ჰქვია სამედიცინო დაწესებულება, მაგრამ ექიმიც კი არ არის მანდ. რესურსი არ გააჩნია ამ საავადმყოფოს. მითხრეს, რომ გადმოყვანილია ვივამედში, მაგრამ მიზეზი გადმოყვანის ჯერჯერობით უცნობია". - ამბობს თორნიკე მამალაძე. 

ცნობისთვის, დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წელს დააკავეს. პროკურატურა ამბობდა, რომ ის მაღალი იერარქის მკვლელობას გეგმავდა. არსებობდა აზრი, რომ პირი, ვის ციანიდით მოწამვლასაც დეკანოზი მამალაძე გეგმავდა, პატრიარქი იყო. თუმცა, პროკურატურამ რამდენიმე დღეში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ გიორგი მამალაძეს შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა ჰქონდა დაგეგმილი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
მიხეილ სააკაშვილი: რიყის თეატრი თქვენი მემკვიდრეობაა, რომელსაც ახლა ხალხს ართმევენ
გეგელია: კრემლი ღიად აქებს „ოცნების“ მთავრობას მეასედ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics