13:53 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-09 17:43:33, 797 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი გამოკითხავს

საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის აპარატის წარმომადგენელი შევიდა.

როგორც მან შესვლამდე მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, ექს–პრეზიდენტი მის მიმართ განხორციელებულ შესაძლო ძალადობასთან დაკავშირებით ადვოკატების თანდასწრებით გამოიკითხება.

"დღეს დაგეგმილია მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა ადვოკატების მონაწილეობით და ასევე, საჭიროების შემთხვევაში განხორციელდება სხვა შემდგომი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები, როგორიცაა ექსპერტიზის დანიშვმა და ა.შ", - თქვა გიორგი მიქელაძემ.

ცნობისთვის, დღეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა სახალხო დამცველის აპარატიდან შემოსული შეტყობინებისა და სოციალურ ქსელისა და მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, 9 ნოემბერს სააკაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ დაესწრება
TI: ოცნებისთვის თითქმის 1.5 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობები სათამაშო ბიზნესს უკავშირდება
საქართველოს მოქალაქე დაუსწრებლად გაასამართლეს უკრაინის მხარეს ომში მონაწილეობისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics