|
2021-11-09 10:51:42, 571 ნახვა
პოლიტიკა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესთან შეხვედრას ითხოვს
ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის - ძალა ერთობაშიას" სახელის საპარლამენტო დეპუტაციის სახელით ვითხოვ შეხვედრას მინიჭებულ საქართველოს კანონმდებლობით იუსტიციის მინისტრთან. - ამის შესახებ"ნაციონალური მოძრაობის" ერთ- ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. დეკანოიძე იუსტიციის მინისტრისგან მიხეილ სააკაშვილის გადაყვანასთან დაკავშირებით განმარტებას ითხოვს. "მე ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის - ძალა ერთობაშიას" სახელის საპარლამენტო დეპუტაციის სახელით ვითხოვ შეხვედრას მინიჭებულ საქართველოს კანონმდებლობით იუსტიციის მინისტრთან, ჩემს კოლეგებთან ერთად, რათა მან განგვიმარტოს, რაზეც მხოლოდ ტელევიზიით საუბრობს. ახლა გამოუფენია ამდენი პოლიციელი დამჯდარა იქ და დაცულად გრძნობს თავს. ჩვენთან შეხვედრის დროს მოყვეს არგუმენტები რატომ ხდება ის რომ იუსტიციის სამინისტრო და ხელისუფლება არღვევს საერთაშორისო კონვენციებით გათვალისწინებულ ყველანაირ მუხლებს. რატომ ხდება რომ იუსტიციის სამინსიტროს ჰქონდა გადაწყვეტილება მიღებული ყოველგვარი კანონის და კონსტიტუციის დარღვევით მოეტაცებინათ საქართველოს მესამე პრეზიდენტი პატიმარი, რომლის მიმართ განხორციელებული იქნა მათ შორის წამების და არაადამინური მოპყრობის ფაქტები. თუ აქვს გამბედაობა და სამთავრობო არხებით არ შეუძლია საუბარი თუ შეუძლია იყოს სახელმწიფოს წარმომადგენელი გამოვიდეს ან ჩვენ შევხვდებით შევალთ ჩვენ არ გვინდა არანაირი დაპირისპირება ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ და მხოლოდ მასთან შეხვედრას კანონით და კონსტიუციით გათვალისწინებულ უფლებას. " - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ დაესწრება
TI: ოცნებისთვის თითქმის 1.5 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობები სათამაშო ბიზნესს უკავშირდება
საქართველოს მოქალაქე დაუსწრებლად გაასამართლეს უკრაინის მხარეს ომში მონაწილეობისთვის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)