|
2021-11-06 12:49:14, 612 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე – ვაპირებ მთელი ენერგია დავხარჯო ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობაში, სისხლს გაგიშრობთ
პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. სადაც სუს-ის მტკიცებით 6 ნოემბრიდან ენმ სახელმწიფო დაწესებულებების შენობების ბლოკირებას და რუსთავის ციხესთან გზის გადაკეტვას აპირებს. ჯაფარიძე ფეისბუქ სტატუსში მის გეგმებზე საუბრობს. ამასთან, ჯაფარიძე აცხადებს რომ სახელმწიფო სტრუქტურების პარალიზებას და ამაზე დროის ხარჯვას აპირებს. "რომ არ იწვალოთ აქ მოგიყვებით რას ვფიქრობ და რას ვაპირებ
4. როგორ ვაპირებ გაიძულოთ გადადგათ ეს ორი ნაბიჯი? მე არ მჯერა პროტესტის იმ ფორმების რომლებიც ბევრჯერ ნაცადია, გაცვეთილია, და რომლებთან მიმართებაშიც სისტემას, რომლის ერთერთ იარაღსაც თქვენ წარმოადგენთ, უკვე იმუნიტეტი აქვს გამომუშავებული. არ მჯერა მიტინგების, ხმამაღლა ყვირილის და შეიკრიბა-დაიშალა აქციების. იძულების გზად მიმაჩნია არალეგიტიმური ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობა ნებისმიერი ფორმით (რასაც ყველა უნდა აკეთებდეს ვისაც ამის ტრაკი აქვს), სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობის პარალიზება, საბოტაჟი და უზურპატორებისთვის ნერვების პერმანენტული შლა. მთელი ჩემი დროის და ენერგიის ამაზე დახარჯვას ვაპირებ. სისხლს გაგიშრობთ.
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
აშშ-ის საელჩოს საქართველოში ახალი მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)