16:41 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-06 10:10:22, 568 ნახვა

პოლიტიკა
ოპოზიცია დღეს, 17:00 საათზე, რუსთავის ციხესთან მასშტაბურ საპროტესტო აქციას გამართავს

ოპოზიციის ლიდერები და მხარდამჭერები დღეს,17:00 საათზე, რუსთავის ციხესთან მასშტაბურ საპროტესტო აქციას გამართავენ.

"ხვალ ჩვენ ძალიან ბევრნი უნდა შევიკრიბოთ რუსთავის ციხესთან 17:00 საათზე და ეს აქცია იქნება პერმანენტული და მზარდი, მაგრამ ხვალიდან ვიწყებთ დარჩენით და იქნება მზარდი. დრო და დრო ჩვენ შემოგვიერთდება ყველა ჩვენი პატრიოტი თანამოქალაქე ყველა ქალაქიდან, რეგიონიდან და სოფლიდან და იქ ვიქნებით მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილს არ გადაიყვანენ სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში. ამიტომ, ხვალ, 17:00 საათზე რუსთავის ციხესთან ვიწყებთ აქციებს, რომელსაც შემოუერთდება მთელი საქართველო უახლოეს პერიოდში, დამატებითი გეგმის კომპონენტებთან დაკავშირებით დამატებით ვისაუბრებთ, რადგან წინასწარ არ გვაქვს სურვილი, ბიძინა ივანიშვილის დამნაშავის ხელისუფლებას ცხოვრება გავუადვილოთ, მაგრამ ხვალ, 17:00 საათზე ვიკრიბებით რუსთავში და არ ვიშლებით. პარალელურად შემოგვიერთდება მთელი საქართველო და არ ვიშლებით, სანამ მიხეილ სააკაშვილს არ გადაიყვანენ მულტიფუნქციურ საავადმყოფოში." - განაცხადა ნიკა მელიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
აშშ-ის საელჩოს საქართველოში ახალი მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics