17:37 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-03 18:29:04, 1378 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე ქედის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ქედის მერიაში სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების კიდევ უფრო სწრაფ და ეფექტიან განხორციელებაზე გაკეთდა აქცენტი. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან და ქედის მერთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებს გაეცნო.

,,მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტებში პროექტები სრულდებოდეს ჯეროვნად, ხარისხიანად, ისე, როგორც ამას მოითხოვს პირველ რიგში აქ მაცხოვრებელი ხალხი. ვცდილობთ, რომ მუნიციპალიტეტებს მაქსიმალური ფინანსური მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ, იქნება ეს კაპიტალური ტრანსფერი, შემოსავლების ზრდა თუ რესპუბლიკური მასშტაბის პროექტების განხორციელება" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ ქედის მერიაში გამართულ შეხვედრაზე.

ქედაში, სოფელ წონიარისში დასრულდა ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა. მიმდინარე წელს საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 11 მლნ. ლარია გათვალისწინებული.

მიმდინარეობს ახოს, ვაიოს, გეგელიძეების საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ადაპტირებული ინფრასტრუქტურის მოწყობა. ქედის მუნიციპალიტეტში არსებული საჯარო სკოლები მზის მიკრო ელექტროსადგურებით აღიჭურვება.

დაბა ქედაში სრულდება საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია. ბაღი 120 ბავშვზეა გათვლილი.

ქედაში დასრულდა სოციალური სახლის მშენებლობა და უახლოეს დღეებში ბინა 20 ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცემა.

თორნიკე რიჟვაძემ სოფელ ზუნდაგაში გუშინ ხანძრის შედეგად დაზარალებული ვერძაძეების ოჯახი მოინახულა. ოჯახი უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი და როგორც აჭარის მთავრობისგან, ისე მერიის მხრიდან გაეწევა შესაბამისი კომპენსაცია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
სატვირთოს მძღოლი, რომელიც რკინის კონსტრუქციებში მოყვა, დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics