23:11 - 19 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-03 12:11:57, 493 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძემ ილია ელოშვილს სოციალურად დაუცველი პენსიონერებისთვის განკუთვნილი ვაუჩერების პროექტის დაწყება დაავალა

თბილისის მერმა კახა კალაძემ დაგეგმილი პროექტების დროულად განხორციელების მიზნით, დედაქალაქის მთავრობის წევრებს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კონკრეტული დავალებები მისცა.

აღნიშნულ დავალებებს შორის არის დედაქალაქში დაუსრულებელი მშენებლობების პროგრამის ბოლომდე მიყვანა, ასევე, სოციალურად დაუცველი პენსიონერებისთვის განკუთვნილი 500-ლარიანი ვაუჩერების პროექტის იანვრიდან შეუფერხებლად დაწყება.

„მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდეს დაუსრულებელ  შენობა-ნაგებობებზე. ჩვენ მოსახლეობისთვის მიცემული გვაქვს დაპირება, რომ არცერთი დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობა არ იქნება თბილისში. 10 000-მდე ოჯახს დავეხმარეთ, გავაბედნერეთ და სიხარული დავუბრუნეთ სახეზე. ესენი იყვნენ „ცენტრ პოინტის“, „სვეტის“ „ოლიმპიური ვარსკვლავის“, „აქსისის“ მიერ დაზარალებული ოჯახები. ამ ადამიანებმა იციან, როდის მიიღებენ საცხოვრებელ ფართებს და ეს პრობლემა მათთვის მოგვარებული იქნება. რა თქმა უნდა, ძალიან სწრაფად უნდა იქნეს მოწესრიგებული და ანალოგიური მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს მათაც, რაც სხვა სამშენებლო კომპანიების შემთხვევაში იყო. ასევე, მნიშვნელოვანია 500-ლარიანი ვაუჩერის თემა, რომელიც წინასაარჩევნო დაპირება იყო. მომდევნო წლიდან სოციალურად  დაუცველ პენსიონერებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ იანვრიდან, უკვე წლის ნებისმიერ დროს, მიიღონ შესაბამისი ვაუჩერები იმისთვის, რომ საჭირო მედიკამენტები შეიძინონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

აღნიშნული პროგრამების განხორციელება მერის მოადგილე ილია ელოშვილის დაევალა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
რუსეთმა ზაპოროჟიეს საცხოვრებელ ზონაში იერიში მიიტანა: ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი დაიჭრა
სოფელ შენაქოს ხიდის მისასვლელი მონაკვეთი ჩამოიშალა
ჭიღლაძე რუსების მიერ მოწყობილი პროვოკაციის მსხვერპლია, თავადაც დაზარალებული – ადვოკატი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics